დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, მშენებარე კორპუსს ცეცხლი უკიდია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის გარშემო აგებულ ხის კონსტრუქციას მოედო და ამ დროისთვის თითქმის ლოკალიზებულია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო ბრიგადა იმყოფება.