ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსიც ესწრება.
შეხვედრა რამდენიმე წუთია რაც დაიწყო, რომელიც ერთი საათი გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე ესწრებიან ოპოზიციური პარტიებიდან ლიდერი ქალები. ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ქვეყანაში არსებულ ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ასევე დაგეგმილია გენდერულ, ქალთა პრობლემებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მსჯელობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, რომელსაც 140 ლიდერი ქალი ესწრება, მათ შორის არიან ეკა ზღულაძე, ეკა ბესელია, მანანა ნაჭყებია, რუსუდან კერვალიშვილი, თინა ხიდაშელი, ფიქრია ჩიხრაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სახელმწიფო მდივანი ეროვნულ ბიბლიოთეკიდან საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრება.