ვაშლიჯვრის ახალ ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი სუბარის მარკის ავტომაქანა გარეგანათების ბოძს შეეჯახა. ავტომანქანაში მჯდომი ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
დაღუპულია ავტომაქანის მძღოლი, 23 წლის შოთა ლაღიძე. მეორე დაღუპულის ვინაობა უცნობია.
კიდევ ერთი მგზავრი, 20 წლის ფოლად სულეიმანოვი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების განცხადებით, სულეიმანოვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.