სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას ერთმანეთის მოსმენის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებს. ამის შესახებ უწმინდესმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"ადამიანი თავის მეტყველებაში გამოხატავს თავის აზროვნებს და ძალიან ხშირად, ეს აზროვნება არასწორია. მინდა ვუსურვე ყველა ჩვენგანს და ჩემ თავსაც, რომ ყველასა მოსმენის კულტურა გვქონდეს. არა მარტო ლაპარაკის, არამედ მოსმენის და ჩვენ ნაკლებად დავუშვებთ შეცდომებს", - აღნიშნა პატრიარქმა.
დღესვე ილია მეორემ მრევლს მოახლოებული საეკლესიო დღესასწაულები შეახსენა. კერძოდ კი, მართლმადიდებელი სამყარო 7 ივლისს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხოლო 12 ივლისს - პეტრე-პავლობას.