,,ჩემი ოპონენტი კოლეგების მიერ გაჟღერებული განცხადება, თითქოსდა, ჯანდაცვის მიმართულებით თბილისის ბიუჯეტის ზრდა თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, აფსურდია“,- აცხადებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია და ოპოზიციის წარმომადგენლებს მმართველი გუნდის დანაპირებს ახსენებს.
დეპუტატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის უმრავლესობა ჯერ კიდევ 2017 წლის ბიუჯეტის მიღების დროს აღნიშნავდა, რომ მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით გამოთავისუფლებული თანხები სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დასაფინანსებლად იქნებოდა მიმართული.
,, ცვლილებების მიხედვით ბიუჯეტში სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის პროგრამებისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომლიდანაც 4 მილიონი სხვა სოციალურ დახმარებებზე მიდის, დანარჩენი კი ჯანდაცვაზე“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.