საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 2010-2013 წლების სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო `შერატონში~ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი პირების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კანონის უზენასეობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში იმართება, პროექტს ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „ჰუმან დაინამიკსი" ახორციელებს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 2006 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. 2007 წელს, UშAID-ის/`საჯარო სამსახურის რეფორმის პროექტი~-ს მხარდაჭერით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2007-2011 წლების სტრატეგიული გეგმა შეიქმნა. დღეის მდგომარეობით, გეგმით გათვალისწინებული პუნქტები დროზე ადრე პრაქტიკულად სრულად შესრულდა და საჭირო გახდა ახალი გეგმის შემუშავება.
სამოქალაქო რეესტრის სისტემაში ჩატარებული წარმატებული, მომხმარებელზე ორიენტირებული რეფორმის შედეგად სააგენტოში გამარტივდა და დაიხვეწა მოქალაქეთა მომსახურების პროცედურები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, რამაც ხელი შეუწყო ამ სისტემის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. დიდი ყურადღება მიექცა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, დაინერგა სტაჟიორთა შერჩევის სისტემა და სხვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 2007 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი სერვისი დაინერგა, მათ შორის: სამოქალაქო რეესტრის ფუნქციაში შევიდა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხები, დაინერგა ონლაინ მოქალაქეობის სისტემა, უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია გამარტივდა, სამოქალაქო აქტების ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია ხდება, დაიწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა, უცხოეთში მყოფებზე პასპორტების გაიცემა მინდობილობის საფუძველზე ხდება, მოქალაქეებს საშუალება აქვთ სააგენტოს ოფისებში მიიღონ სრული სერვისი საბანკო მომსახურებისა და ფოტოსურათის გადაღების კუთხით და სხვა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამინისტროს პოლიტიკის თანახმად, უწყება მუდმივად უნდა იყოს მოქალაქეების მოთხოვნებზე ორიენტირებული.
მისი თქმით, 2010-2013 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე მოხდება მთელი რიგი სერვისების დანერგვა და არსებულის გამარტივება, მათ შორის: დაინერგება ახალი ონლაინ სერვისები, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდებათ სამოქალაქო რეესტრის პროცედურებით სარგებლობა, განხორციელდება უპრეცედენტო პროექტი - ავტორიზებულ მომხმარებლებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდება სრულყოფილი საინფორმაციო ცენტრი, მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ამა თუ იმ სერვისისთვის სამოქალაქო რეესტრის სხვადასხვა სამსახურში მისვლა, დაინერგება ელექტრონული პირადობის მოწმობების სისტემა, რომელიც მთლიანად შეცვლის, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მუშაობას საქართველოში.