მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მარჯანიშვილის ხიდთან, "ფოლკსვაგენის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მტკვარში გადავარდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის მიერ ერთი მათგანი დროულად იქნა ამოყვანილი, მეორე მგზავრი კი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალია. მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.