საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.
ცნობისათვის, ოლიმპიადა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის III-IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ჩატარდა და მასში 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულებს ფულადი პრიზები თბილისის მერმა გიგი უგულავამ და "თი-ბი-სი" ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადასცეს.