საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციას - “არა ოკუპაციას” ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ განაცხადა, მტერთან კოლაბორაცია ქვეყნის ღია ღალატია.
„ყველამ უნდა გაიგოს, რომ მტერთან კოლაბორაცია, მტერთან თანამშრომლობა არის ღია ღალატი ქვეყნის. მივდივართ ამის გასაპროტესტებლად. რუსეთი არ არის საფრთხე მარტო საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ის საფრთხე გახდა ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც და თავისუფალი სამყარო ამ ბრძოლაში დაამარცხებს დიქტატურას, რომლიც გუდავს ყველა თავისუფალ ქვეყანას გარშემო,“ - განაცხადა რურუამ.
აღსანიშანვია, რომ აქციის მონაწილეთა კოლონა ბერშუეთისკენ უკვე დაიძრა.
ორგანიზატორების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.