2-3 ივლისს ქართველი და გერმანელი მთარგმნელებისთვის, მწერლებისა და გამომცემლებისთვის Littransfer - ფორუმი გაიმართება.
ფორუმი გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ფორუმის მიზანია, ორივე ქვეყნის წარმომადგენელ ექსპერტებს ლიტერატურის სფეროში ინფორმაცია მიაწოდოს და საშუალება მისცეს ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები, იდეები და რეკომენდაციები, რათა ხელი შეუწყონ როგორც გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას გერმანიაში.
ღონისძიებას გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ვერნერ ვიოლი, გერმანიის ელჩი საქართველოში, გაბრიელა ჰაბსბურგი და კულტურისა და ძელგთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
იმავე საღამოს, 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში მწერლებთან - დათო ტურაშვილთან და ზაზა ბურჭულძესთან შეხვედრა გაიმართება. ნაწყვეტებს მათი ნაწარმოებებიდან გერმანულ ენაზე წაიკითხავს რახელ გრაცფელდი.