ლვოვში მოქმედი ნაციონალისტური ორგანიზაცია ოუნ-უპას თავმჯდომარე, 91 წლის პეტრო ვუშკო მიტინგზე გამოსვლისას დაიღუპა. ინციდენტი ორგანიზაციის იდეოლოგის, რომან შუხევიჩის 110-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ვეტერანმა სიტყვით გამოსვლისას თავი შეუძლოდ იგრძნო და წაიქცა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.