პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გერმანიასა და თურქეთს შორის უთანხმოება დიდია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა დიდი ოცეულის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უთანხმოება მართლაც დიდია, მაგრამ თურქეთის ლიდერმა სამიტის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ჩვენ ვაფასებთ თურქეთის ძალისხმევას მიგრაციის საკითხში,“-აღნიშნა მერკელმა.