ხვალ, 5 ნოემბერს, 20:00 საათზე კინოთეატრ "ამირან"-ში გაიმართება რეჟისორ დათო ჯანელიძის ახალი მხატვრული ფილმის "ჯაყოს ხიზნები" პრემიერა.
მთავარ როლებში იხილავთ: ნატო მურვანიძეს (მარგო), გიორგი ნაკაშიძეს (ჯაყო), ხოლო თეიმურაზის როლში ზაზა ბურჭულაძეს.
ფილმის ოპერატორია გიორგი გერსამია, მხატვარი ჯემალ მირზაშვილი, კოსტიუმები ეკა მაღალაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორები არიან ვაჟა გიგაშვილი და დათო ჯანელიძე, ხოლო კომპოზიტორი კი დათო ევგენიძე.
საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ფილმი 2 კვირა იქნება თბილისი და რუსთავის კინოთეატრების ეკრანებზე.
ფილმის სლოგანია: სიყვარული ვნების გარეშე, ვნება სიყვარულის გარეშე