სამედიცნო სასწავლებლებისათვის კლინიკური ბაზის შექმნის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც სამედცინო სასწავლებლებისათვის კლინიკური ბაზების შექმნის საჭიროების საკითხი ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელმა გია ლობჟანიძემ დააყენა.
როგორც მან აღნიშნა, სრულყოფილი სამედიცინო განათლების მიღებისთვის აღნიშნული ბაზების არსებობა აუცილებელია და ჯანდაცვის მინისტრს მიმართა თხოვნით, შეიქმნას კლინიკური ბაზები სამედიცინო სასწავლებლებისათვის. კერძოდ, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტისთვის, სადაც არსებობს სამედიცინო ფაკულტეტი.
როგორც ლობჟანიძემ აღნიშნა, ექიმთა ასოციაციამ ამ თხოვნით უკვე მიმართა ჯანდაცვის კომიტეტს და იმდოვნებს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
როგორც იგი აღნიშნავს, აქამდე სამედიცინო სასწავლებლებს ჰქონდათ გარკვეული ბაზა ე.წ. ლეჩკომბინატის და მიხაილოვის სავადმყოფოს სახით და ეს ბაზები სასწავლებელს უკვ ჩამოერთვათ.
ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა დასძინა, რომ ჯერჯეორბით არ სურს რაიმე კონკრეტული განცახდების გაკეთება, რადგან არ უნდა რომ მოვლენებს გაუსწროს. თუმცა აღნიშნავს რომ მთავრობის გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით უახლოეს ერთ თვეში გახდება ცნობილი.