ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) საქართველოს ენერგო უსაფრთხოების პროექტს მხარს უჭერს და ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტის დაფინანსებას 20 მილიონი ევროთი ზრდის.
ელექტროსადგურის რეაბილიტაციისათვის ევრობანკმა პირველი სესხი 1998 წელს 48.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოყო.
რეაბილიტაციის პროექტი ევრობანკმა 2006 წლამდე გააგრძელა. სასწრაფო სარემონტო სამუშაოების გარდა დაფინანსება მოიცავდა ორი ყველაზე ადრე აშენებული აგრეგატის რეაბილიტაციას და მესამის რეკონსტრუქციას.
პროექტის ფარგლებში ენგურის ჰოდროელექტროსადგურის წარმადობა მინიმუმ 15 პროცენტით გაიზრდება და სამომავლოდ შესაძლებელი გახდება რეგიონალური ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება - მათ შორის თურქეთში.
კრედიტის დამატება - 20 მილიონი ევრო მოხმარდება ენგურის ჰიდროელექტოსადგურის ორ დარჩენილ აგრეგატს.
ევრობანკის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნანდიტა პარშადის თანახმად მოდერნიზაციის პროგრამა ენგურს აქცევს განახლებადი ენერგიის უსაფრთხო, სანდო და შედარებით იაფ წყაროდ, რითაც მთელი რეგიონი ისარგებლებს.
პროექტის თანადაფინანსება მოსალოდნელია ევროკავშირის სამეზობლოს საინვესტიციო ფონდის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ.
ენგურის ჰიდრო ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა. მისი თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში ამ სახის დამბებს შორის ყველაზე მაღალია. საწარმოოს ათვისებული წარმადობაა 1300 მვ, რომლითაც ხდება ქვეყნის ენერგო მოთხოვნის ნახევრის დაკმაყოფილება.