სოზარ სუბარი გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველის, უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
„ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დამცველის, უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
საბჭოში, რომელიც ხუთი წარმომადგენლისგან შედგება, წევრთა შერჩევა გაეროს გენერალური მდივნის უშუალო მონაწილეობით ხდება. საბჭოს წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით და მათ ფუნქციას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი კომისრისთვის რჩევების მიცემა და მონიტორინგის განხორციელება წარმოაგენს.