სვანეთის მიმართულებით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ განუცხადა.
"მეწყერის მიერ ჩაკეტილი ცენტრალური საავტომობილო გზა უკვე გაიწმინდა და მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია აღდგენილი. რაც შეეხებ მესტიის რაინის სოფლებთან მისასვლელ გზებს, მათი გაწმენდა უახლოეს დღეებში დაიწყება", - განაცხადა გოჩა ჭელიძემ.
მისვე თქმით, სტიქიის შედეგად ერთი სახლია დანგრეული, ხოლო რამდენიმე ოჯახის ეზო დაიმეწყრა, ასევე სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.
მესტიის გამგებლის განცხადებით, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესწვალ მოხდება და მოსახლეობისთვის დახმარების საკითხი შემდეგ გადაწყდება.