თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება საპროცესო კანონდებლობით დადგენილი წესებით მიმდინარეობს და სასურველია, მის დასრულებამდე სპეკულაციური მოსაზრებებისგან თავის შეკავება, რადგან რეალურად ხანძარი რამ გამოიწვია უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს.
ამასთანავე, ნარმანიამ ელიავას ბაზრობის ტერიტორის სამომავლო მოწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.
დედაქალაქის მერის განმარტებით, შედგა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარების პირველადი ვარიანტის საჯარო განხილვებიც მალე დაიწყება.
პარალელურად ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთი მფლობელის მიერ შემუშავებული გეგმაც არსებობს, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოშია განსახილველად გადაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისის საღამოს გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.