ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხელნძღვანელის, დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის და ადვოკატის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის. ჩაბუქის ადვოკატი, ვახო კვიჟინაძე მუსტაფას მეუღლესთან ერთად 3 საათზე მეტ ხანს ხვდებოდა სამინისტროს წარმომადგნელს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებული მუსტაფა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„კითხვებზე სათანადოდ გავეცით პასუხი. მათ ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად ყველა სახის ინფორმაცია ამომწურავად მივაწოდეთ. 262 გვერდი მხოლოდ მტკიცებულებები წარვადგინეთ. ამ მტკიცებულებებს დღეს კიდევ 10 გვერდი დავამატეთ, რომელიც ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევში პოლიტიკური მართმლსაჯულების, ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკებს და ახლა უკვე ფიზიკური არსებობის რისკებსაც ადასტურებს.
სხვა საფრთხეებს ოჯახის წევრების მიმართ პირდაპირი მუქარაც დაემატა, რომელიც სოციალურ ქსელში ხორციელდება. „ტვიტერში“, ასევე სხვა სივრცეებში ოჯახს პირდაპირ უთვლიან მუქარას. ეს ადამიანები შეიძლება უბრალო მოქალაქეები, ან საჯარო მოხელეები იყვნენ. მოლოდინი გვაქვს, რომ სათანადო ორგანოები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან“ - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ ვახო კვიჟინაძე.
ჩაბუქის ადვოკატი იმედოვნებს, რომ მის მოთხოვნებზე სამინისტროდან დადებით პასუხს მიიღებს და მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ ოფიციალური უწყება გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ადვოკატი გასაჩივრებას აპირებს.
„თურქეთის ხელისუფლება თვლის, რომ ეს ადამიანი ტერორისტული დაჯგუფების წევრია. თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან რომ ის არანაირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ის პედაგოგია, რომელიც საქართველოში დაახლოებით, 15 წელია ცხოვრობს. თავიდან თვითონ ჩამოვიდა, შემდეგ მისი მეუღლე, შვილები ჩამოვიდნენ. მათ საქართველოს სახელმწიფოსთვის არანაირი თვალსაზრისით საფრთხე არ შეუქმნიათ“ - განცუხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ - ვახო კვიჟინაძემ.