სს "თელასის" ქვესადგურ "არსენალში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ და 2 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
1-ელ ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება ხუდადოვის, კელაპტრიშვილის, სტურუას, ტყეკულტურის, ართვინის, ბაგრატიონის, მნათობის, სააკაძის, მახათას, ჩეჩელაშვილის, ქვალონისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
2 ივლისს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 9 ძმის, ზაზიშვილის, მამრაძის, ქვალონის, აგარის, მარუაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე შეზღუდვა შეეხება "თბილისის წყლის" ნაძალადევის რაიონის სატუმბო სადგურს, რადიოსადგურს და ტუბდისპანსერს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.