დღეს, 1-ელ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დააწყო.
აბიტურიენტები წელს სულ ოთხ საგანში, ხოლო პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
დედაქალაქში რეგისტრაცია აბიტურიენტებმა დილის 08:00 საათზე თბილისის აგრარულ, ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიარეს, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 3 სავალდებულო საგანს _ ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ დაემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.
ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.