დღეს საკანონმდებლო ორგანოში "პარლამენტის გაძლიერების პროგრამის" პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
პარლამენტის გაძლიერების პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ფუნქციის გაუმჯობესებას, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებზე დებატების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას, საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის და ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნებისთვის პროგრამის ფარგლებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 4 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი.
პროგრამას საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განახორციელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის ისტიტუციონალურ და ფუნქციონალურ გაძლიერებას, რაც საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
"პარლამენტის გაძლიერება და მისი როლის გაზრდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში. პარლამენტის სიძლიერეს განსზღვრავს არ მხოლოდ ის, თუ როგორ არის მისი როლი კონსტიტუციასა და კანონში გაწერილი, არამედ ის, თუ რამდენად ეფექტურად ასრულებს პარლამენტი ამ როლს და მოვალეობას", _ განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, დოკუმენტით განსაზღვრულია მთელი რიგი ნაბიჯები, რომელებიც პარლამეტს დაეხმარება უფრო ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უფრო ეფქტურად განახორციელოს მთავრობის კონტროლი და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამომრჩევლებთნ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანი რომ ქართული მხარის და ამერიკელი პარტნიორების ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.
"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი პარტნიორების ხედვა მთლიანად ემთხვევა ჩვენს ხედვას -საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი, ეფექტური და ქართული დემოკრატიის ცენტრალური ელემენტი", _ განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ნაბიჯების განხორცილებას დადებითი შედეგები ექნება და ქართული საზოგადოება აუცილებლად იგრძნობს პოზიტიურ ცვლილებებს.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც აშშ მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტის - პარლამენტის მხარდაჭერას.
"სამუშაო, რომელიც ამ დოკუმენტითაა გათვალისწინებული მოიცავს აშშ-ის ორ ძირითდ პრიორიტეტს: საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მხარდაჭერას", - აღნიშნა ჯონ ბასმა. მისი თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი სხვა მიმდინარე დახმარების პროგრამებთან ერთად, კიდევ ერთხელ ასახავს აშშ-ის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.