საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 ივნისისათვის 3.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 0.3 პროცენტით ანუ 10.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 40.1 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით.
დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.0 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.5 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 21.2 პროცენტს შეადგენს.