საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის მინისტრს უილიამ ჰეიტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დროის სიმცირის გამო ყველა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო, თუმცა ისეთ პრინციპულ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს შეხვდა, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.