მაგისტრალური გაზსადენების მართვას და ექსპლუატაციას სახელმწიფოზე უკეთესად კერძო კომპანია უზრუნველყოფს, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, რომელიც იურიდიულ კომიტეტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია. კანონპროექტში განსაზვრული ობიექტთა ნუსხა, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას. მაგსტრალური გაზსადენები ამოღებულია.
"ე.წ. სტრქტეგიული ობიექტის ცნება არის მოძველებული და დღეს არ არსებობს მკაფიო განმარტება თუ რას ნიშნავს სტარტეგიული ობიექტი", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კუბლაშვილი.
შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტის დამტკციების შემედგ ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენების გაყიდვის შესაძლებლობა ექნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ასევე ამოღებულია ტყის ფონდის გარკვეული ნაწილიც, რომელიც აქამდე პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა, რაც იმას ნიშნავს,. რომ ამის შემდეგ კი დაექვემდებარება. კანონპროექტი პარლამენტში ახალი ინიცირებულია და კომიტეტებში მისი განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.