საქართველოს პარლამენტის თავამჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით "ჩვეულებრივზე მეტად არის გააქტიურებული". ეს კი მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მაგალითად, ბაქრაძე აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. ასევე აშშ-სა და რუსეთს პრეზიდენტების შეხვედრისას ბარაკ ობამას მიერ საქრათველოს საკითხის კატეგორიულად დასმას და ამ თემაზე მედვედევთან ხანგრძლივ საუბარს. ამ ფონზე კი საქართველოში ამერიკის სახელწმიფო მდივნის ვიზიტს.
"ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზ,ე რომ ამერიკის პოლიტიკა ჩვეულებრივზე მეტად არის გააქტიურებული და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომ უმნიშნელოვანესად მიმაჩნია ყველა ამ ფაქტების პარალელურად საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი"- აცხადებს დავით ბაქრაძე და დასძენს, რომ ამ პოლიტიკის კონკრეტული შედგეები საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო.