აშში-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი ექნება საქართველოს გამოწვევებზე. ამის შესახებ განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰილარი კლინტონი საქართველოს პირველად ეწვევა სახელმწიფო მდივნის რანგში და საკუთარი თვალით ნახავს, უშუალოდ მოისმენს იმ პრობლმეებს, რაც საქართველოს წინაშე დგას.
ბასის შეფასებით, ჰილარი კლინტონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის უწყვეტად გაგრძელებას და დასძენს, რომ მრავალი ფაქტორი ადასტურებს იმას, რომ აშშ რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, სწორედ ამის დადასტურება იყო ფილიპ გორდონის მიერ დღეს გაკეთბული განცხადება.