საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თავად განაცხადა. როგორც ვაშაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომიუს დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე მან უკევ დაწერა შესაბამისი განცხადება და მისი რუსული პასპორტი მოსკოვში გააგზავნა.
"რუსეთის სათათბირომ ცოტა დააგვიანა. მე უკვე დავწერე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე განცხადება, ამასთან კონვერტში ჩავდე ჩემი რუსული პასპორტი და ამით ჩემი როგორც რუსეთის მოქალაქის მოვალეობები ამოვწურე. მე რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ", - განაცხადა ვაშაძემ, რომლის განმარტებითაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.
მისივე განმარტებით, რუსეთის მოქალაქის გაუქმების პროცედურა ძალიან რთულია, რადგან აღნიშნულს რუსეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით მას სათათბიროს "საქმე გაუადვილა". "სათათბიროს საქმე გაუადვილე და პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე უარი ვთქვი რუსეთის მოქალაქეობაზე", - განმარტა ვაშაძემ.