„ჩვენ გვაქვს ასეთი ჩვევა, რომ ერთ დღეში გვინდა რაღაცები გაკეთდეს, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ ხდება“, - ამ კომენტარით გამოეხმაურა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა IDF-ის კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა შეფერხებით მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, რეფორმა შეეხება ადამიანებს და ამიტომ სიჩქარე გამართლებული არ იქნება.
"რეფორმა რომ მიმდინარეობს, ეს ძალიან სასიხარულოა, ესეიგი მივიწევთ წინ. რაც შეეხება შეფერხებას, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ასეთი ჩვევა, რომ ერთ დღეში გვინდა რაღაცეები გაკეთდეს, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ ხდება. საჯარო სამსახურის რეფორმა შეეხება ადამიანებს, ამიტომ აქ სიჩქარე, ჩემი აზრით არ იქნება გამართლებული. საუბარია ადამინების თანამდებობრივ პოზიციებზე, ანაზღაურებაზე და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითზე. ამიტომ, ვფიქრობ, რამდენი დროც დაგვჭირდება სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, იმდენი დრო უნდა გამოვიყენოთ", -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.