"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მტკიცებით, სკოლებში ე.წ. საათების ოპტიმიზაცია უკვე დაიწყო, რასაც სკოლებიდან მასწავლებლების მასობრივი გათავისუფლება მოჰყვა.
ამის შესახებ განცხადება ალასანაის გუნდის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ პარლამენტარ გია ცაგარეიშვილთან ერთად პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ნინო გუგუაძემ აღნიშნა, მასწავლებელთა მასობრივი გათავისუფლების დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ 27 ივნისს თბილისის საკრებულოში ზურაბ აბაშიძის სახელზე შესულია თბილისის 175 საჯარო სკოლის ამჟამად უკვე ყოფილი პედაგოგის განცხადება, სადაც ისინი აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორმა საათების ოპტიმიზაციისა და სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით სამსახურიდან დაითხოვა.
"განათლების სამინისტროს არ აქვს იმის უფლება, რომ გაურკვეველი ცნების "საათების ოპტიმიზაციის" მიზნით მასწავლებელი გაათავისუფლოს სკოლებიდან. ხშირია შემთხვევა, როდესაც მართლაც კვალიფიციურ პედაგოგს 18 საათზე ნაკლები აქვს, ვინაიდან იგი სხვა ადგილზეც მუშაობს და ამიტომ საათები არ არის დაკავშირებული კვალიფიკაციასთან. გარდა ამისა, გაუგებარია რა კრიტერიუმებით ხდება მასწავლებელთა შეფასება და ვინ აფასებს მათ. სკოლის სამეურვეო საბჭოს მათი შეფასების უნარი ელემენტარულად არ გააჩნია, ვინაიდან სამეურვეო საბჭოში შედის სამი მშობელი და სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებელი" - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ამასთან, თავისუფალი დემოკრატები ყველა პედაგოგს მიმართავენ, რომ თუ მათ წინააღმდეგ განხორციელდება ასეთი ქმედებები მიმართონ პარტიას კონკრეტულად კი საკრებულოში ფრაქცია "ჩვენი თბილისი", ხოლო ხოლო პარლამენტში პარტიის წვერს გია ცაგარეიშვილს.