სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამწესრიგებელმა სხდომამ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საჩივარი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პროფკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიული ქმედებების შესახებ განიხილა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ პირველად მიმდინარე წლის 25 მარტს წარადგინა. საჩივარს საფუძვლად ედო დაედო ფაქტი, რომ განათლების სამინისტროს მითითებით მოხდა პროფკავშირის მუშაობისთვის ხელის შეშლა, კერძოდ, თბილისის №10 საჯარო სკოლაში სპმთპ-ის წარმომადგენლები თავის წევრებთან შეხვედრაზე არ დაუშვეს.
26 აპრილს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან სპმთპ-მ უკვე მიიღო ოფიციალური დასტური იმის შესახებ, რომ სპმთპ-ის მიერ გაგზავნილი საჩივარი მიღებულია და მიეკუთვნა შემდეგი ნომერი 18135/10 18135/10 Ghurtchumalidze v. GEORGIA, ხოლო 29 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან (მეორე სექცია) კი მოვიდა ასევე ოფიციალური დასტური იმის შესახებ, რომ სასამართლოს გამწესრიგებელმა სხდომამ განიხილა 2010 წლის 25 მაისს, სპმთპ-ის მიერ გაგზავნილი დამატებითი მასალები საქმეზე ნ0 18135/10 18135/10 Ghurtchumalidze v. Georgia, რომლის შინაარსიც მხედველობაში იქნება მიღებული.