გორში, იოსებ სტალინის ძეგლის ადგილზე რუსული აგრესიის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის შესაქმნელად პროექტების მიღება ამ წლის 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის ძეგლის ადგილზე აღსამართი მონუმენტის პროექტზე კონკურს დღეიდან ვაცხადებთ, რომელიც სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნას მთლიანად საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, ასევე 2008 წლის აგვიტოში დაღუპული მეომებს და ჩვენს უმწეო სამოქალაქო პირების ხსოვნას მიეძღვება, რომლებიც მომხდურის ბოროტ განზრახვას და პოლიტიკას შეეწირა", - განაცხადა რურუამ.
მისივე განმარტებით, ეს ძეგლს როგორც ქართველ გმირებს, ასევე საქართველოს გარეთ სტალინიზმის ყველა მსხვერპლს, იმ ხალხს მიეძღვნება, რომლებმაც საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის სიცოცხლე გაიღეს.
"ეს ძეგლი უნგრეთში, პოლონეთში, პრიბალტიკის ქვეყნებში, უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნასაც ეძღვნება, რომლებიც ამ შეშლილ იდეოლოგიის შეეწირნენ", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მონუმენტის შექმნაზე კონკურსი ამ წლის 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მონაწილეობის მიღების მსურველებს პროექტები მისამართზე მემორუალი@მცს.გოვ.გე, ხოლო სრულად ინფორმაციის მიღება შეუძლიათ - წწწ.მცს.გოვ.გე