ბელორუსის დაკარგვა რუსეთისათვის შეუვსები დანაკარგი იქნება, განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია "CNN"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
მხედველობაში ჰქონდა რა ახლახანს მომხდარ კონფლიქტი გაზის ირგვლივ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "აეტი პოლიტიკა რუსეთის მხრიდან ძალიან ცუდ შედეგებამდე მიდის თავად რუსეთის ფედერაციისათვის".
"თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს ოფიციალურად აღიარებული კურსია და რუსეთი ამ კურსის გატარებას გააგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი დაკარგავს ბელორუსს და ეს იქნება შეუვსები დანაკარგი", _ აცხადებს ლუკაშენკო.
ამასთან ერთად, ბელორუსის პრეზიდენტი დარწმუნებით აღნიშნავს, რომ ბელორუსს მომავალში ინტენსიური განვითარება ელის, იმის გამო, რომ იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ავითარებს ურთიერთობებს.
"ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი საიმედო მეგობარი. გარდა რუსეთისა და ევროკავშირისა, ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს ვენესუელასთან, ირანთან, ჩრდილოაფრიკულ სახელმწიფოებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან", _ აცხადებს ლუკაშენკო.
აშშ-სთან ურთიერთობებზე საუბრისას, ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "მიუხედავად იმისა და რომ ბელორუსსა და აშშ-ს შორის გრილი ურთიერთობებია, მათ ეს ხელს არ უშლის ბელორუსის ეკონომიკაში ინვესტირება მოახდინონ".
ბელორუსის პრეზიდენტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ბელორუსისა და ჩინეთის საინვესტიციო თანამშრომლობას.
"ბოლო დროს მე ძალიან ვემადლიერები მათ ამისათვის, ჩინელები მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად და გახსნეს 20 მილიარდამდე საკრედიტო ხაზები ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩინელები აქ აქტიურად მუშაობენ და ჩვენი გავლით ევროპაში მიდიან", _ აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი და დასძენს "ამიტომაც ჩვენ არ დავიღუპებით. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის მომავალს. მე ყოველთვის ვმუშაობდი ისე, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს უზრუნველმეყო ჩემი 10 მილიონიანი ხალხის ისე ყოფნა, როგორაც დღეს არიან _ გაღიმებულები და გულკეთილები", _ აცხადებს ლუკაშენკო.