“დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორიც წინა შემთხვევაში იყო”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ლიდერები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხდებიან და მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.
"რამდენიმე დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც საბოლოო ჯამში, კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების პათოსს არ ეწინააღმდეგება. დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა და შეფასებები ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორიც წინა შემთხვევაში იყო“, - დასძინა მდინარაძემ.