ხვალ, 1-ელ ივლისს სასტუმროს "რედისონ ბლუ ივერიაში" ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მედიამონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს.
მედია მონიტორინგი 2010 წლის მაისსა და ივნისში განხორციელდა. ახალი ამბების ძირითადი გამოშვებებისა და შერჩეული პოლიტიკური თოქ შოუების ყოველდღიური მონიტორინგი 6 სატელევიზიო არხზე მიმდინარეობდა: იმედი, კავკასია, მაესტრო, რეალ ტი-ვი, რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ახორციელებდა.
მედიამონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას, რომელიც 11:30 საათზე გაიმართება, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი პერ ეკლუნდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმი მაკგოლდრიკი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) საქართველოს ოფისის დირექტორი კობა თურმანიძე დაესწრებიან.