თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუხიანის მოსახლეობას დედაქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებული 120 დღიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
"თბილისის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრას გავაგრძელებ, რადგან ის ინფორმაციული პრობლემები, რომლებიც არის ოპერატიულად გადავჭრათ და ჩვენი ხედვა 120 დღის პროგრამის ფარგლებში შევთავაზოთ, რაც ითვალისწინებს იმ ღონისძიების გატარებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. აქ იგულისხმება როგორც სოციალური საკითხები, სოციალური მონაცემთა ბაზის მოწესრიგება, ასევე იმ სიახლეების გაცნობა თბილისელებისთვის, რომელიც ახლა საგადასახადო კოდექსში იქნება ასახული", - აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, უნდა განისაზღვროს გარე ვაჭრობის წესებიც, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღები იქნება და მოვაჭრეებსაც არ დააზარალებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ შემუშავებული 120 დღიანი სამოქმედო გაგემა მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში დასაქმების ბიუროები შეიქმნას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია მერიის პროგრამების ინგლისური ენის და კომპიუტერის შესწავლის პროგრამის გაფართოება.