ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩაუშოღლუ რუსეთში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის საკითხების განსახილველად ჩადის.
ამის შესახებ ჩაუშორლუმ "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იგი ვიზიტის ფარგლებში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს, დუმის სპიკერს ბორის გრიზლოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ევროსაბჭოს ასამბლეაში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდება.
"რუსეთში ვგეგმავ განვიხილო რუსეთის მიერ აღებული ვალდებულები ევროსაბჭოს მიმართ რუსულ-ქართულ ურთიერობების კუთხით. ასევე ვისაუბრებ ამ კუთხით მიღებული რეზოლუციას შესრულებაზე. ასევე განვიხილავთ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების საკითხსაც", - აღნიშნა ჩაუშოღლუმ "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ჩაუშოღლუ მოსკოვს დღეს ეწვევა, ხოლო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხვალ, 1-ელ ივლისიდან დაიწყებს.