„პრეზიდენტი მიესალმება ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის.
"პირველ რიგში, როგორ განვიხილავთ ჩვენ ნარკომომხმარებლებს - ესენი არიან დამნაშავეები, თუ მათ სჭირდებათ დახმარება. უნდა გავითვალისწინოთ ის განცდა, რაც არის საზოგადოებაში, რომ ზოგადად, ნარკოპოლოტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის. მნიშვნელოვანია მესამე ფაქტორიც, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონმდებლობა უნდა იყოს ლიბერალური, თუმცა არა ნარკოდილერებთან მიმართებაში“, - განაცხადა მიშველაძემ.