დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამინისტიის შესახებ დადებითადაფასებს, თუმცა ითხოვს ამნისტია შეეხოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებსაც.
კანონპროექტის თანახმად ამინისტია შეეხებათ სისხლის სამართლის 273-ე მუხლის და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს და მათ სასჯელის დარჩენილი ვადა გაუნახევრდებათ.
"ამნისტია უნდა შეეხოს 260-ე მუხლის მეორე ნაწილსაც, ვინაიდან ამ მუხლებს შორის განსხვავება არის ნარკოტიკის მცირე დოზებს შორის", _ განაცხადა ბაღათურიამ.
ასევე იგი მოითხოვს, რომ ამნისტია შეეხოთ იმ პირებსაც ვინც გაუფრთხილებლობით მოახდინეს ავტოავარია და იხდიან სასჯელს.
ბაღათურია იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი აცხადებს, რომ პარლამენტში შეკრებს თანამოაზრეებს და პრეზიდენტს მიმართავს პეტიციით რომ ამნისტია უფრო მეტად გაფართოვდეს და მის მიერ დასახელებულ კატეგორიასაც შეეხოს.
ბაღათურიას ინიციატივას ამნისტიის გაფართოების საკითხში რომელიც შეეხება 260-ე მუხლის მეორე ნაწილს, "ქრისტიან-დემოკრატები" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებიც იზიარებენ.