დღეს, 17:15 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" დევნილთა თემატიკაზე ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან. დაჯილდოვებით დასრულდება სამდღიანი კონფერენცია, რომელიც დანიის ლტოლვილთა საბჭოს ორგანიზებით ტარდება და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალ მიმართულებებს ეხება.
დღეს კონფერენციის ბოლო დღეა, რომელიც დევნილთა ინტეგრაციის პროცესში მუნიციპალიტეტების როლს ეხება. კონფერენციაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და თავად დევნილები მიიღებენ მონაწილეობას.