საფრანგეთის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (გრიბოედოვის ქ. #22) ნიკოლა ვერენის მუსიკის თანხლებით რობერ კაენის ვიდეოინსტალაცია გაიმართა.
რობერ კაენი ახლახანს პარიზის "ჟე დე პომის" გალერეაში იყო წარმოდგენილი. თბილისში ის ნამუშევრებს კომპოზიტორ ნიკოლა ვერენის მუსიკის თანხლებით აჩვენებს. ნიკოლა ვერენი საქართველოში ქართული სიმღერების ჩასაწერადაც ჩამოვიდა.