საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იმედოვნებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე მომზადებული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში საერთაშირისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება. ამის შესახებ ჯალაღანიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ოუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებობდეს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენ იმედი გვაქვს მათი დახმარების", - განაცხადა ჯალაღანიამ.
რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჯალაღანია აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ამ მიმართულებით 6 ხელშეკრუკება მზადდება, კერძოდ კი, ივლისში დაიწყება საქართველოს ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები, თვის ბოლოს - თავისუფალ ვაჭრობაზე, ხოლო შემოდგომაზე - რეადმისიაზე. ამასთან ჯალაღანიას თქმით, მზადდება ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ ხელშეკრულებაც, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.