საავტომობილო გზებზე დაწესებული გარკვეული შეზღვუდვები მოხსნილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგზაო დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროითვის მოძრაობა თავისუფალია როგორც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ისე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზრბაიჯანის საზღვარის საავტომობილო გზის 131-132 კმ-ებზე და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 26 კმ-ზე, სადაც აქამდე შეზღუდვები იყო დაწესებული.
ამ დროისთვის დიდთოივლობის გამო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გარდა მოძრაობა ისევ აკრძალულია ჟინვალი-ბარისახო-შატილის ს/გზის 66-106 კმ-ებზე და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე (9-72 კმ-ები). ხოლო ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე (1-9 კმ-ები) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.