პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე მომზადებული გეგმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, ის მაინც არ იმუშავებს. როგორც მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, სამოქმედო გეგმის რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევში გახდება შესაძლებელი, თუ სეპარატისტული რეჟიმების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება.
"დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის დევნა ხორციელდება. ამ ტერიტორიებზე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ბიზნესის კეთების სურვილი, მგრამ მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელები ამის საშუალებას არ აძლევენ. ბევრ ოჯახს სჭირდება და აქვს სურვილი გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც სამკურანლოდ, თუმცა, როგორც იცით, ოკუპანტებს გზები აქვთ ჩაკეტილი და მოსახლეობას აშინებენ. ბევრს აქვს სურვილი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიმოსვლის და თავისუფლად ვაჭრობის, მაგრამ არსებობს საფორტიპიკაციო ნაგებობები, რითაც დღეეს ეს ხალხი გადმოსვლას ვერ ახერხებს, ამიტომ აუცილებლად უნდა დაისვას სამართლებრივი დევნის საკითხი და სახელმწიფოს ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები უნდა ჰქონდეს", - განაცხადა დავითაიამ.