ხვალ, 30 ივნისს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში მინისტრი ნიკოლოზ რურუა მართავს ბრიფინგს. რურუა გამოაცხადებს კონკურსის პირობებს გორში, ცენტრალურ მოედანზე მდგარი საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ადგილას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად.
მემორიალი აღიმართება ყოველი დაღუპული ადამიანის, მათ შორის ამ მოედანზე მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანსის (Stan Storimans) ხსოვნის უკვდავსაყოფად.