უნგრულმა „ლოუკოსტერმა“ Wizz Air-მა პარიზში მიმდინარე ავიაშოუს დროს შეკვეთა 10 თვითმფრინავზე გააფორმა. საუბარია A321-ის შეძენაზე, რომელსაც Airbus-ი აწარმოებს. როგორც ირკვევა ამ თვითმფრინავების სტანდარტული ფასი, კატალოგის მიხედვით, 1,16 მლრდ დოლარია.
გარიგების დასრულების შემდეგ კი თვითმფრინავები ავიაკომპანიას 2018-2019 წლებში მიეწოდება.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის ავიაპარკში А321-ის მოდიფიკაციის თვითმფრინავი 2015 წლის ნოემბრიდან უკვე არის.