პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშორების საბჭოს სხდომა დაიწყო. ეროვნული უშიშროების საბჭო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტს განიხილავს. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უძღვება.
სამოქმედო გეგმის პროექტზე მომხსენებელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილია. მეორე საკითხად საბჭო ევროინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე მსჯელეობს. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა.
სხდომას კონსტანტინე გამსახურდიას გარდა ყველა საპარლამენტო სუბიექტის წარმომადგენელი ესწრება. არასპარლამენტო ოპოზიციიდან სხდომაზე "მრეწველი" ზურაბ ტყემალაძე იმყოფება.