ძლიერი ხანძარი კიევში. კრეშატიკზე ცენტრალური გასტრონომის სამსართულიანი შენობა იწვის. ხანძრის ლოკალიზებას 75 მეხანძრე უკვე რამდენიმე საათია, ცდილობს. ქალაქი კვამლით არის დაფარული. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც. სააგენტო კორესპონდენტის ინფორმაციით, გასტრონომის ადგილას მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა.