ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვა. კომისიას მაღალი სტატუსი ექნება და იმ საკითხებზე იმუშავებს, რასთან დაკავშირებთაც ევროსტრუქტურები საქართველოს რეკომენდაციას აძლევენ.
ქარდავას განმარტებით, ეს არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საკონსტიტუციო კომისიის მიერ განხილული საკითხები.
"აუცილებელია ევროინტეგრაციისთვის არა მხოლდ ევროპის მხრიდან გადმოიდგას ჩვენკენ ნაბიჯები, არამედ საპასუხოდ ჩვენც ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე მომზადბეულ სამოქმედო გეგმას, კარგი დოკუმენტია და მისი მიღება უცილებელია", - აღნიშნა ქარდავამ უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ.
მისი თქმით აღნიშნულ დოკუმენტთან მის პარტიას რამდენიმე შენიშვნა ჰქონდა და ხელისუფლება დაჰპირდა, რომ მათი გათვალსიწინება მოხდებოდა.