რუსეთს თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს. ვლადიმერ პუტინმა თურქეთში ელჩად ელექსეი ერხოვი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება სამართლებრივი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მანამდე, ერხოვს რუსეთის სიტუაციური-კრიზისის ცენტრის დირექტორის პოსტი ეკავა. კიდევ უფრო ადრე, სტამბოლის გენკონსულად მუშაობდა.
2016 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაესხნენ თავს. სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მას 22 წლის სირიელმა მევლუთ ალტინტაშმა ესროლა.